Navigator Business Award

სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაიმართება უმსხვილესი ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალი

2018 წლის 25 იანვარი

ღონისძიების დაცყებამდე დარჩენილია:
00 დღე 00 საათი 00 წუთი 00 წამი

0

დღე

0

საათი

0

წუთი

0

წამი

მოთხოვნის განთავსება

პრემიის შესახებ

საინფორმაციო ცნობარი, ბიზნეს პორტალი Navigator.az, დაფუძნებიდან ( 2008 წლიდან) დღემდე იზრდება და ვითარდება ბიზნესთან ერთად ,როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა აწუხებთ ქართველ და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს. თვალყურს ვადევნებთ მათ განვითარებას, შევისწავლით, ვააანალიზებთ და ვწინასწარმეტყველებთ მომავლის რეგიონალურ ეკონომიკას. ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ყველაზე წარმატებული ადამიანები, კომპანიები, თუ პროექტები. ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესმენთა წახალისების მიზნით - „ნავიგატორის“ მიერ, ყოველწლიურად ხორციელდება რეგიონალური გამარჯვებულის გამოვლენა, რომელსაც გადაეცემა სპეციალურად მისთვის დამზადებული ჯილდო და პრემია სხვა პრიზებთან ერთად. აღნიშნული დაჯილდოვების ცერემონია და გამარჯვებულისთვის მინიჭებული სხვადასხვა უპირატესობანი, დიდი მაგალითია სხვა დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენისთვის. ამ დაჯილდოვებით ჩვენ გვინდა შევაქოთ „ბიზნეს გმირები“ და ვაგრძნობინოთ მათ თავიანთი უპირატესობანი, ამავდროულად მოვუწოდოთ სხვებს გახდნენ ასეთივე წარმატებულნი თავიანთ საქმეში.

აზერბაიჯანი
საქართველო

უპირატესობა გამარჯვებულისთვის

გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალურად მისთვის დამზადებული ჯილდო და NBA-ის დიპლომი;

გამარჯვებული, ნომინანტებს შორის, მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას - Navigator Business Award

მისი იმიჯი განმტკიცდება მომხმარებლებსა და კოლეგებს შორის

გამარჯვებულის საქონელსა და მომსახურებაზე გაიზრდება მოთხოვნა მომხმარებელთა მხირდან

დაჯილდოების ცერემონია გაშუქდება სატელევიზიო ეთერით

პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში მოხდება ნომინანტების სიის პუბლიკაცია

PR-მხარდაჭერა 12 თვის განმავლობაში Navigator.az-გან

განსაკუთრებული სარეკლამო პირობები რეგიონელურ ბიზნეს პორტალზე -Navigator.az

ნომინირებული კომპანიის შესახებ ინტერვიუს ან სტატიის პუბლიკაცია ვებ-პორტალზე - Navigator Business Review და ოფოციალურ Facebook-ის გვერდზე

უფასო, ერთ წლიანი წევრის სტატუსი კომპანიის გენერალურ დირეკტორს Navigator Business Club-ში

გამარჯვებულს მუდმივად შეუნარჩუნდება თავისი „სტატუსი“ საიტზე - www.nba.az

გამარჯვებულს მიენიჭება სპეციალური ლოგოტიპი, 1 წლის ვადით, NBA კომპანიების კატალოგში Navigator.az პორტალზე

გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჟურნალ «Business Time»-ის სპეციალურ გამოშვებაში

გალა-ვახშამი

Navigator Business Award”-ის გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან საზეიმო გალა-ვახშამზე. ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის ბიზნესმენები, საზოგადო და ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი და უცხოეთიდან მოწვეული შოუბიზნესის ვარსკვლავები. აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია გამარჯვებულთა აღიარებისთვის. ღონისძიების სპეციალური ფორმატი, სტუმრებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ დატკბნენ ატმოსფეროს სილამაზით , არამედ გააფართოვონ თავიანი კავშირები 600 ბიზნესმენს შორის, შეიძინონ ახალი მეგობრები და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები ბიზნესში.

საპატიო სტუმრებს გაუმასპინძლდებიან აზერბაიჯანული და ქართული სამზარეულოთი, აგრეთვე იქნება უნიკალური მუსიკალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამ ორი ქვეყნის ცნობილი შემსრულებლები. საღამოს მთელი პერიოდის მანძილზე , შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ძვირფასი საჩუქრის მოგება, რომელსაც Navigator.az და მისი სტრატეგიული პარტნიორები გვთავაზობენ. აგრეთვე, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ნომინანტებისა და სტუმრებისთის იქნება ძალიან კარგი პრიზები. თითოეული ნომინანტისთვის განკუთვნილი იქნება 2 უფასო მოსაწვევი გალა-ვახშამზე დასასწრებად.

მოთხოვნის განთავსება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად Navigator Business Award -ში

დაჯილდოების ცერემონიის ჩატარების ადგილი JW MARRIOT ABSHERON BAKU